საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

საქართველოში კორონა ვირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. შესაბამისად, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 695 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 425-ს შეადგენს. ამასთან, კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 12 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3822, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი. #news#საქართველო#კორონავირუსი#12 ახალი შემთხვევა#Tbilisi Daily#Dailynews