მგლების ხროვა დარჩელში - შეშინებული მოსახლეობა.
Zugdidi Daily
ზუგდიდელი პედაგოგი, ლეილა ხუფენია, რომელიც წარმოშობით დარჩელიდანაა, თავის ფეისბუქგვერდზე სტატიას ავრცელებს, სადაც წერს, რომ მის სოფელს, წუხელ, ორ საათზე, მგლების ხროვა შემოესია და მეზობლის ხბოს გულ-მუცელი გამოფატრა.
“ღამის საათებში გარეთ ვერ გადიან. შიშმა მოიცვა სოფელი: -კორონა თუ მგელი?!”-ასეთი კითხვით ამთავრებს პედაგოგი ლეილა ხუფენია მის გვერდზე განთავსებულ პოსტს.
სოფელ რიყის ერთ-ერთი მაცხოვრებელიც წერს, რომ მსგავსი შემთხვევა რიყეშიც ფიქსირდება.
#ზუგდიდი #დარჩელი #რიყე #მგლებისხროვა #შეშინებულიმოსახლეობა #კორონათუმგელი #zugdididaily