"რესპუბლიკა გაქვს მაშინ ... ბანანის!"

Tbilisi Daily

ამე­რი­კა­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თველ­მა ექიმ­მა ზუ­რაბ გუ­რულ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სუ­ლი პან­დე­მი­ის მარ­თვა­ზე ხში­რად გა­მოთ­ქვამს შე­ნიშ­ვნებს, ამ­ჯე­რად ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას ლექ­სი მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "როცა მმარ­თველ­თა უსირ­ცხვი­ლო­ბას, გა­დაშ­ლი­ლი აქვს სა­ზღვარ-სა­მა­ნი; ხალ­ხს კი მუდ­მი­ვად მო­ლო­დი­ნი აქვს, სას­წა­უ­ლის და ციურ მა­ნა­ნის; რეს­პუბ­ლი­კა გაქვს მა­შინ ... ბა­ნა­ნის!ZG" ლექ­სის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე კი ზუ­რაბ გუ­რულ­მა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე შემ­დე­გი და­წე­რა: "წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ ასე­თი სცე­ნა­რი:ქვე­ყა­ნა ემ­ზა­დე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი ომი­სათ­ვის. მტე­რი არის უც­ნო­ბი და ძა­ლი­ან სა­ში­ში. ია­რა­ღი და ცო­ცხა­ლი ძალა შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. სამ­ხედ­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი მწი­რი. გა­მოც­დი­ლი ოფიც­რე­ბი და გე­ნერ­ლე­ბი კან­ტი­კუნ­ტად. სა­მა­გი­ე­როდ, გაქვს მო­უ­ლოდ­ნე­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა. მტრის ბა­ნა­კის შტა­ბებ­ში, ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ ად­გი­ლებ­ში გყავს მზვე­რა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უან­გა­როდ გაწ­ვდი­ან სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას მე­ტო­ქის სუს­ტი ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ და პრაქ­ტი­კუ­ლად მზა სცე­ნარს გი­ხა­ტა­ვენ, თუ რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი ბრძო­ლის ველ­ზე და რო­მე­ლი ია­რა­ღი უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა.ამ დროს, ერ­თერთ საშ­ტა­ბო გე­ნე­რალს გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს ერ­თერ­თი მზვე­რა­ვის მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის ტონი და უხე­შად უპა­სუ­ხებს, პა­რა­ლე­ლუ­რად პა­ტაკს გა­აგ­ზავ­ნის არ­მი­ის პო­ლიტ­ხე­ლებ­თან.პო­ლიტ­ხე­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას სას­წრა­ფოდ გა­და­ა­მი­სა­მარ­თე­ბენ კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის შე­ფებ­თან, რომ­ლე­ბიც და­უ­ყოვ­ნებ­ლივ იწყე­ბენ ოპე­რა­ცი­ას მზვე­რა­ვის რე­პუ­ტა­ცი­ის გა­სა­ნად­გუ­რებ­ლად. ნელ­ნე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო კინ­კლა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბა მთე­ლი არ­მია, თა­ვი­სი ოფიც­რე­ბი­ან-ჯა­რის­კა­ცი­ა­ნე­ბად. ზოგი მზვე­რავს და­უ­ჭერს მხარს, უფრო მეტი კი მშობ­ლი­ურ გე­ნე­რალს. ამ მოვ­ლე­ნე­ბის შემ­ყუ­რე მზვე­რავ­თა ქსე­ლი იწყებს მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ფილ­ტვრას და ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ სრულ უგუ­ლე­ბელ­ყო­ფას.ასეთ ბაქკა­ნა­ლი­ა­ში ჩა­ივ­ლის ომი­სათ­ვის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე თვე. მერე იწყე­ბა ომი ...და­ნარ­ჩე­ნი ქე იცით ... P.S. ომია! ომს თა­ვი­სი კა­ნო­ნე­ბი აქვს. მტე­რი ერ­თია.პო­ლიტ­ხე­ლებს, კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უტვი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლებს და ა.შ. ტრი­ბუ­ნა­ლი მი­ხე­დავს და უნდა მი­ხე­დოს. ახლა კი ომია; მტე­რი მტე­რია; არა­ვის და­ინ­დობს. ჯარ­მა უნდა იბ­რძო­ლოს მხარ­დამ­ხარ!"