ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის რეზიდენციის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემა იგეგმება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა კომენტარი გააკეთა სოციალ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენლების ინფორმაციაზე, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა გადაწყვიტა ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპორტული კომპლექსი გახსნას კოი-ტაშშში მდებარე თავის რეზიდენციაში,- იუწყება რადიო თავისუფლების ყირგიზული სამსახური. თავად ფონდის თანახმად, ატამბაევის მომხრეებს არ აქვთ უფლება  აღნიშნულ შენობაში გახსნაბ სპორტული და გამაჯანსარებელი კომპლექსი ბავშვებისთვის, ვინაიდან ობიექტი სახელმწიფო საკუთრებაში იმყოფება და ფონდმა, "შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად, შეიმუშავა მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტი ამ დაწესებულების ბაზაზე უფროსი ასაკის მოქალაქეებისთვის სოციალური სტაციონარული დაწესებულების ფორმირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზების შესახებ". - ნათქვამია ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის განცხადებაში. ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ფონდის წარმომადგენლებსა და ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის წარმომადგენლებს შორის დავა სოფელ კოი-ტაშში, რეზიდენციის ტერიტორიაზე. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ფონდის მიერ ატამბაევის ოჯახის ქონების სახელმწფო საკუთრებაში რეგისტრაცია მისი წევრების გარეშე მოხდა. 2020 წლის 23 ივნისს ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლით და 2 თვით პატიმრობა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით, კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლების ეპიზოდში. მოგვიანებით, ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიმდინარე წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც ძალაში დატოვა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31878422.html

Source: radiotavisupleba.ge