SpaceX-ის ხომალდი კოსმოსურ სადგურს მიუერთდა
Tbilisi Daily
SpaceX-სა და NASA-ს მიერ გაშვებული კერძო ხომალდი, „ფალკონ 9-ის“ რაკეტა კოსმოსურ სადგურს წარმატებით მიუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხომალდის ბორტზე NASA-ს ყველაზე გამოცდილი ასტრონავტები დაგ ჰარლი და ბობ ბენკენი იმყოფებიან.
2011 წლის შემდეგ ეს პირველი მისიაა, რომელმაც ადამიანები ორბიტაზე ამერიკის მიწიდან უნდა გაიყვანოს. მისიის ფარგლებში, Crew Dragon-ის რაკეტა, პირველი კომერციული ხომალდია, რომელსაც ადამიანების კოსმოსში გაყვანა შეუძლია.
30 მაისს "ფალკონ 9"-ის კოსმოსში გაშვებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრო და პირდაპირ ეთერში გადაეცემოდა.