ქუთაისში კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი გარდაიცვალა 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსი ემსხვერპლა. 60 წლის რუსუდან ჯიქია მკურნალობის კურს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიოდა. გინეკოლოგი რუსუდან ჯიქია ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში მუშაობდა. გინეკოლოგს COVID-19რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა,მისი მდგომარეობა გართულდა, რის შედეგადგარდაიცვალა.