ჯოპუამ განაცხადა, თუ როგორ უნდა დააბრუნონ აფხაზი ახალგაზრდობა სოფლებში

Sokhumi Daily

პირველმა ე.წ ვიცე-პრემიერ მინისტრმა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბესლან ჯოპუამ რადიო Sputnik-თან ეთერში განაცხადა, თუ როგორ უნდა შეინარჩუნოს ახალგაზრდები სოფელში. ბესლან ჯოპუას თქმით, იმისთვის, რომ ახალგაზრდობა სოფლად დარჩეს და იმუშაოს, საჭიროა სამუშაო ადგილები. ”სამუშაო ადგილების ნაკლებობის გამო ახალგაზრდები გადადიან ქალაქში, სადაც ეძებენ სამსახურს იმისთვი, რომ როგორღაც გადარჩნენ. მალე, პარლამენტში განიხილება სოფლის მეურნეობის კანონი, რომელიც ჩვენმიერ არის შევიმუშავეთ. თუ ამ პროგრამის მხარდაჭერა იქნება, მაშინ აქ გათვალისწინებულია მცირე საწარმოებთან დაკავშირებული პროექტები. შესაძლოა ეს ახალგაზრდებს დაეხმაროს იმისათვის რომ განახორციელონ გარკვეული სამუშაოები. ”- თქვა ჯოპუა. სოფლის მეურნეობის ე.წ სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს აფხაზეთში ფართომასშტაბიანი სამუშაოები მიმდინარეობს ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც წელს კვლავ გააქტიურდა. ჯოპუა აფხაზეთის მკვიდრთა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აუცილებელია საყოფაცხოვრებო ნაკვეთებში მცენარეების დამუშავება. მავნებლების საწინააღმდეგო პრეპარატები მოსახლეობას უფასოდ ეძლევა. #პოლიტიკა #აფხაზეთი #სოფელი #sokhumidaily