საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღეს
Pirveliradio Ge
ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს 08:30 საათიდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგებს გამართავს.
31 ოქტომბრის 07:00 საათიდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი. შესაბამისად ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის შესახებ. საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი: 08:30 სთ 10:30 სთ 12:30 სთ 15:30 სთ 17:30 სთ 20:30 სთ განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.