გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მთავარ შეკითხვას პასუხი სავარაუდოდ დღეს გაეცემა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გარდაცვლილი შაქარაშვილი ოჯახის წევრების გარდა ბრალდებულების ადვოკატებიც ელოდებიან. შსს-შიარ გამორიცხავენ, რომ დოკუმენტის გასაჯაროვების შემდეგ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.