ოპოზიციური პარტიები „ტვ პირველთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ოპოზიციური პარტიები „ტვ პირველთან“ დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება, თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით. რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა, ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოჰგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს, თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. „ტვ პირველმა“, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული, რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმისბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს. ქართველი ხალხის სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნებისაღსრულებაა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომლის ტექსტსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ოპოზიციური პარტიები: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ „ლელო“ „თავისუფალი საქართველო“ „ერთიანისაქართველო-დემოკრატიულიმოძრაობა“ „ტრიბუნა“ „სახელმწიფო ხალხისათვის“ „რესპუბლიკური პარტია“ „პროგრესი და თავისუფლება“ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „გირჩი-მეტითავისუფლება“ „თავისუფალი დემოკრატები“ „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ მოძრაობა „დროა“ „გამარჯვებული საქართველო“ „ევროპული დემოკრატები“ „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ „ლეიბორისტული პარტია“ „ქრისტიან-კონსერვატიულიპარტია“ „ემსახურე საქართველოს“ ირაკლი ღლონტი