სოფელ სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება
Marneuli Daily
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია ხორციელდება.
მუნიციპალიტეტში რეკომენდაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები - ამ ეტაპზე, შიდა გზების მოასფალტება სოფელ სადახლოში ხორციელდება.
პროექტი, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 513 110 ლარით ფინანსდება და 1 600 მეტრის მოცულობის გზის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
სამუშაოების მიმდინარეობას, რეგიონისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე, პირადად გაეცნენ.
#მარნეული
#სადახლო
#რეაბილიტაცია
#marneulidaily