ჩინეთში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულთა რიცხვი იზრდება
Tbilisi Daily
ბოლო 7 თვის განმავლობაში, ჩინეთში უსიმპტომო ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
სინძიანის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 137 ადამიანს ვირუსი დაუდასტურდა, თუმცა არც ერთ მათგანს სიმპტომები არ აქვს. ტესტირება მას ჩემდეგ ჩაატარეს, რაც ტანსაცმლის საწარმოს 17 წლის თანამშრომელს ვირუსი დაუდგინდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი მკვეთრად შემცირდა, არსებობს მოლოდინი, რომ ვირუსის გავრცელების ახალი ტალღა დაიწყება, რის გამოც ტესტირების რაოდენობა კვლავ იზრდება.
ქვეყანაში ვირუსის უკვე 86 ათასამდე ადამიანს დაუდგინდა.