ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცათ უკრაინულ, რუსულ და ბელარუსულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
2022 წელს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცათ ბელორუსიიდან, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის „ვესნას“ დამფუძნებელს ალეს ბიალიაცკის, რუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია „მემორიალს“(ორგანიზაცია რუსეთში უცხოულ აგენტადაა გამოცხადებული და გაუქმებულია) და უკრაინული უფლებადამცველი ორგანიზაცია „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრს"
"ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ ძალაუფლების კრიტიკისა და მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გასწიეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დოკუმენტირებაში. ისინი ერთად აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის“, - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.
2021 წელს ნობელის კომიტეტმა მშვიდობის პრემია ორ ჟურნალისტს გადასცა. ის მიენიჭა დმიტრი მურატოვს, „ნოვაია გაზეტას“ მთავარ რედაქტორს და მარია რესას, ფილიპინების გაზეთ Rappler-ის დამფუძნებელს, "სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის მცდელობისთვის, რაც ფუნდამენტურია დემოკრატიისა და ხანგრძლივი მშვიდობისთვის".
კანდიდატების დასახელებისას მხედველობაში მიიღება ალფრედ ნობელის ანდერძში მითითებული სამი კრიტერიუმი: წვლილი შეიარაღებული ძალების შემცირებაში, დახმარება სამშვიდობო მოლაპარაკებებში და ხალთა შორის ძმური ურთიერთობის გამტკიცებაში.
https://www.radiotavisupleba.ge/a/32069717.html
Source: radiotavisupleba.ge