შიდა ქართლში Covid19-ის შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა
Gori Daily
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში Covid19-ის 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
Stopcov.ge-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოში:
კორონავირუსით ინფიცირებულია -123 470
გამოჯანმრთელებულია - 102 270
გარდაცვლილია - 1 161
კარანტინის რეჟიმში რჩება - 2 114
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3 863
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 251
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
_________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები
#კორონავირუსი
#goridaily