გადატვირთული სასკოლო ტრანსპორტი - დაირღვა თუ არა რეგულაცია?

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევით სკოლისთვის განკუთვნილი მიკროავტობუსით ბავშვების გადაყვანის ვიდეომასალა გაავრცელეს მშობლებმა სოციალურ ქსელში. ისინი ჩაქვის პირველი სკოლის ადმინისტრაციას და აჭარის განათლების სამინისტროს ფაქტზე რეაგირებას, ასევე დამატებითი სასკოლო ტრანსპორტის დანიშვნას სთხოვენ. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ ავტობუსში ბავშვების გადაყვანის წესების კონტროლი მათი პრეროგატივა არ არის, თუმცა მძღოლებს ახსნა-განმარტებითი განცხადება დააწერინეს. სკოლაში ამბობენ, რომ მიკროავტობუსი მხოლოდ 2-კილომეტრის მოშორებით მცხოვრებ ბავშვებს ემსახურება. ტრანსპორტის რაოდენობა კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეამცირა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეთა ჩასხდომა მშობელთა ინიციატივით მოხდა, რა დროსაც დაირღვა რეგულაციები და გადამყვან კომპანიას მკაცრი გაფრთხილება მიეცა. შპს „გურიატრანსის „ მენეჯერი ამბობს, რომ ბავშვების ჩასხდომა მძღოლის ნებართვის გარეშე მოხდა, მოსწავლეები რეგულაციების დაცვით გადაჰყავთ.