"მუხლებზე მდგომნი იძახდნენ, "ღმერთო, გადაარჩინე ჩემი ძმა..რაც შევძელი შემზარავი კივილი იყო"

Tbilisi Daily

სა­ქარ­თვე­ლოს მე-2 პრე­ზი­დენ­ტის ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლი თა­თია შა­რა­ნა­გია "ფე­ი­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ყვე­ბა შემ­თხვე­ვა­ზე, რო­მე­ლიც მის პა­ტა­რა ვაჟს გა­დახ­და თავს: "ვეც­დე­ბი სი­ტყვებს თავი მო­ვუ­ყა­რო.. რაც მე გა­და­ვი­ტა­ნე, არ გა­და­ი­ტა­ნოს არ­ცერ­თმა მშო­ბელ­მა. ღმერ­თს მად­ლო­ბა! ან­დრუ­შა მე­ო­რედ და­ი­ბა­და ჩემს თვალ­წინ, მა­მა­მი­სის და­ბა­დე­ბის დღე­ზე. წინა ღა­მეს ამ­ბობ­და, ეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა-მა­მი­კომ მა­ჩუ­ქაო. სი­მარ­თლეს ამ­ბობ­და თურ­მე. ან­დრუ­შა აუზ­ში ჩა­ვარ­და, კა­მე­რის გა­რე­შე. წყლი­დან მე ამო­ვიყ­ვა­ნე, წყალ­ნაყ­ლა­პი... დე­ტა­ლებს ვერ მოვ­ყვე­ბი... რაც შევ­ძე­ლი შემ­ზა­რა­ვი კი­ვი­ლი და არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცი­ე­ბი იყო. ამ ყვე­ლა­ფერს ხე­დავ­დნენ ედუ და სანი. ვერ გად­მოვ­ცემ მათ ცრემ­ლებს და უდი­დეს, წარ­მო­უდ­გე­ნელ ემო­ცი­ებს. მუხ­ლებ­ზე მდგო­მი იძახ­დნენ "ღმერ­თო, გა­და­არ­ჩი­ნე ჩემი ძმა"... უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჰო­ლი­დე­ი­ნის თა­ნამ­შრო­მელს - ლუკა მურ­ვა­ნი­ძეს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი სწრა­ფი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი რე­აქ­ცი­ით თვალ­წინ მა­ჩუ­ქა შვი­ლი. არ ვიცი, სა­ი­დან გაჩ­ნდა წა­მებ­ში იქ, უში­შა­რი, გამ­ბე­და­ვი... ის, რომ არა, მე ვხე­დავ­დი რა მე­მარ­თე­ბო­და. რომ შეგ­ვეძ­ლოს და­უ­ნა­ნებ­ლად ვა­ჩუ­ქებ­დით სი­ცო­ცხლის წლებს. მეც და სან­დროც. დიდი მად­ლო­ბა იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გი­ორ­გი გორ­გი­ჯა­ნი­ძეს, ვა­ლე­რი კვა­რა­ცხე­ლი­ას... მად­ლო­ბა ზე-პრო­ფე­სი­ო­ნალ ექი­მებს. რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი შვი­ლი­ვით ექ­ცე­ვი­ან ან­დრუ­შას. მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ მა­რი­ნას, მა­კას,ელე­ნეს, ნა­ნას. არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ექთ­ნებს - ლი­ზის, ქე­თის, ანას...