მარნეულში თავს დაესხნენ გიორგი მუმლაძეს და ჯეიჰუნ მუჰამედალის

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

პლატფორმა „2020"-ის წარმომადგენელმა, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორმა გიორგი მუმლაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავს დაესხნენ „ქართული ოცნების" წევრები. მუმლაძის თქმით, ადგილზე მისვლის შემდეგ მასაც დაესხნენ თავს. გარდა ამისა, ფიზკურად გაუსწორდნენ „მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიჰუნ მუჰამედალის და ოპერატორს. დაზიანებულია არხის კამერა და მიკროფონი. ოპერატორზე თავდასხმის შესახებ იუწყება „პირველი არხი". ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგლიაშვილმა თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. https://www.radiotavisupleba.ge/a/30865017.html #ახალი_ამბები #twitter