26 ივნისს ტელევიზიასთან აქცია გაიმართება
Batumi Daily
26 ივნისს აჭარის ტელევიზიის შენობასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება.
"მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება. დევნის ობიექტები ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ხდებიან. მათი დევნის მიზეზები, ძირითადად, აბსურდულია და, ზოგჯერ - სასაცილოც. მაუწყებლის თანამშრომლებს დევნიან კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის მავნებლურ პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში სამსახურის დაკარგვის ტოლფასია.
მაუწყებელში მიმდინარე პროცესმა ასევე ნათლად აჩვენა მრჩეველთა საბჭოს წევრების რეალური სახე, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის ნაცვლად, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურება" - ვკითხულობთ პროფესიული გაერთიანების განცხადებაში.
აქციის ორგანიზატორები მაუწყებლის ცენზურისა და განსხვავებული აზრის დევნის პოლიტიკას გააპროტესტებენ, რომელთანაც გიორგი კოხრეიძის სახელია დაკავშირებული. კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შეტანილი, თუმცა მათი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.
აქცია გაიმართება 18:00 საათზე, 26 ივნისს, მემედ აბაშიძის
41
.
მაუწყებელი აქცია აჭარის_ტელევიზია კოხრეიძე
batumidaily