საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა 8 ნოემბერს, თბილისის ძიუდოს აკადემიაში გაიმართება და ხმის უფლების მქონე ორმოცდათხუთმეტი დელეგატი აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც ქართულ ძიუდოს უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღების ვადა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე - 8 ოქტომბერს ამოიწურა და უკვე ოფიციალურადაა დაზუსტებული, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ ძიუდოს ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი, მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი თემურ ხუბულური, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთა შტაბის წევრი გურამ მოდებაძე და ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/30925729.html #ახალი_ამბები #twitter