კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 43 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 43 მილიონს გადააჭარბა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 43 009 311 შემთხვევა გამოვლინდა, 1 153 857 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 28 959 776 - გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 8 636 165 შემთხვევაა გამოვლენილი და 225 230 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.