ქვემო სობისის სკოლის პედაგოგს Covid-19 დაუდასტურდა

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო სობისის საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ამის მიზეზი პედაგოგია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. პედაგოგი ახალსოფლიდან დადიოდა. სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელი ბოლოს სკოლაში 20 ოქტომბერს იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, პედაგოგის ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია. ,,ჩვენი მასწავლებლის დაინფიცირების შესახებ გუშინ საღამოს შეგვატყობინეს, სხვა საეჭვო შემთხვევა ჩვენს სკოლაში არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, სკოლა ორი კვირის  განმავლობაში დისტანციურ რეჟიმში იმუშავებს''- ამბობს სკოლის დირექტორი. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #სკოლა #goridaily წყარო: qartli.ge