ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით გაიზარდა - გაძვირებული ტარიფი პირველი იანვრიდან ამოქმედდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
'თელასისა' და 'ენერგო პრო-ჯორჯიას' საყოფაცხოვრებო მოხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3,5 თეთრით იზრდება-გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ სემეკის სხდომაზე მიიღეს.
ენერგოკომპანიის წარმომამდგენლები ტარიფის მეტად ზრდას მოითხოვდნენ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ სემეკმა პანდემიიდანგამომდინარე მხოლოდ კომპანიების ფუნქციონირებისთვის საჭირო აუცილებელი ხარჯები გაითვალისწინა, წინააღმდეგ შემთხვევაში ტარიფი 3,5 თეთრის ნაცვლად ტარიფი 6 თეთრამდე გაიზრდებოდა.
ახალი ტარიფები ძალაში პირველიიანვრიდან შევა.
'ჩვენს მიერ დადგენილი მეთოდოლოგიით და ფორმულით დავიანგარიშეთ ტარიფები.მოსახლეობის ნაწილში ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში მოხდება 3,5 თეთრით. რაც შეეხებაკომერციულ მომხმარებლებს აქ სამი ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა. თითოეულ საფეხურზე დადგენილი იქნა ცალ-ცალკე ტარიფები 11, 12, 13 თეთრია მიახლოებით ზრდა. კომპანიები უკმაყოფილოა, რადგან არ მოხდა მათ მიერ წარმოდგენილი ხარჯებისა და პროექტების გათვალისწინება'-განაცხადაენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.