24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 655 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

Tbilisi Daily

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 655 041 ახალი შემთხვება დადასტურდა, ხოლო 11 564 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 78 194 947 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 736 752 ადამიანი გარდაცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.