პენტაგონი 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აშშ-ის სამხედრო უწყებამ 9 სექტემბერს დაადასტურა ცნობა, რომ 40%-ით შეამცირებს ერაყში არსებულ სამხედრო ბაზას.
ამ ცვლილების შედეგად, რომელიც მიმდინარე თვეში განხორციელდება, ერაყში დარჩება 3000 ამერიკელი ჯარისკაცი, ნაცვლად დღევანდელი 5200-ისა.
„როგორც პარტნიორები ჩვენ ვაფართოებთ დახმარების პროგრამებს, რაც აძლიერებს ერაყის არმიას და შესაძლებლობას გვაძლევს, შევამციროთ სამხედრო ყოფნა ერაყში“, - განაცხადა 9 სექტემბერს გენერალმა ფრანკ მაკენზიმ, ერაყში განლაგებული ამერიკული სამხედრო ძალების მეთაურმა.
2003 წლის სამხედრო ინტერვენციისა და სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ, სამხედრო ძალები ერაყის ტერიტორიაზე 8 წლის განმავლობაში რჩებოდნენ და ქვეყანა 2011 წელს დატოვეს.
მაგრამ ამერიკული ქვედანაყოფი ერაყში დაბრუნდა 2014 წელს მას შემდეგ, რაც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა თავის კონტროლს დაუქვემდებარეს ერაყის დიდი ნაწილი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30829314.html
#ახალი_ამბები
#twitter