ლებარდეს დიდი და პატარა ტბა - ულამაზესი სანახაობა სამეგრელოში

Zugdidi Daily

ლებარდეს დიდი და პატარა ტბა მდებარეობის სამეგრელო-ზემო სვანეთში კერძოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში, გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე. ტბებამდე მისვლა შესაძლებელია ორი სხვადასხვა მარშრუტით. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დობერაზეებიდან გრუნტის გზას მივყავართ კურორტ ლებარდემდე, ხოლო შემდგომ ბილიკით ავდივართ ლებარდეს დიდ და პატარა ტბასთან. მანქანით გასავლელი მაძილი 30 კილომეტრია, ხოლო ფეხით 10 კმ-ის გავლა გიწევთ ერთი გზა. გზა დაზიანებულია და მისი გავლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ყველგანმავლისა ან 2/3 ხიდიანი სატვირთოებით არის შესაძლებელი. ლებარდეს ტბებთან მისვლა შესაძლებელია ლეჩხუმის მხრიდანაც. ბილიკი თავდაპირველად მიემართება ასხის მასივის მიმართულებით, გზაჯვარედინზე ბილიკი მარჯვნივ გრძელდება გვირას ქედის დასავლეთ ფერდობზე. ლეჩხუმის მხრიდან ფეხით გასავლელი მანძილი ერთი მხარე 21 კილომეტრია. #ახალიამბები #მოგზაურობა #სამეგრელო #zugdididaily წყარო: georgian travel guide