სალომე ზურაბიშვილი: დროა ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პრეზდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის უახლესი ისტორიის გადაფასებს დრო დადგა.
„ჩემს მოვალეობად მივიჩნევ, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, გადავდგა პირველი ნაბიჯი და ეს სიმართლე ყველამ ერთად ვაღიაროთ. დროა ჩვენი ისტორია, სამართლებრივ და სამართლიან გზას დავაბრუნოთ. დროა, საჯაროდ დავგმოთ ანტიკონსტიტუციური გზა და ლეგიტიმურ ხელისუფლებას და ყოფილ უზენაეს საბჭოს კუთვნილი ადგილი აღვუდგინოთ ჩვენს ისტორიაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას
საქართველოს უზენაესი საბჭო, რომლის პირველი თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია იყო, 1992 წლის იანვარის გადატრიალების შედეგად დაიშალა სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილებით.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30995493.html
#ახალი_ამბები
#twitter