Crew-7 დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა

4
მისია Crew-7-ს სამი ასტრონავტი და ერთი კოსმონავტი დედამიწაზე რამდენიმე საათის წინ დაბრუნდნენ (12 მარტი) 🚀🌍
✦ ეკიპაჟის კაფსულა, ჩვენი დროით, 13:50 საათზე, ფლორიდაში, პენსაკოლას სანაპიროზე დაეშვა.
სამაშველო ჯგუფი კი კაფსულასთან დაახლოებით სამ წუთში მივიდა.
მთელი ეს პროცესი Nasa TV-ს პირდაპირ ეთერში თერმული კამერების მეშვეობით გადაიცემოდა.
Crew-7 წევრები იყვნენ: NASA-ს ასტრონავტი ჟასმინ მოგბელი, ევროპის კოსმოსური სააგენტოდან ანდრეას მოგენსენი, იაპონიის კოსმოსური სააგენტოდან სატოში ფურუკავა და რუსეთის კოსმოსური სააგენტოდან კოსმონავტი კონსტანტინ ბორისოვი.
ცნობისთვის, ეკიპაჟი ISS-ისკენ 2023 წლის 26 აგვისტოს გაფრინდა და ორბიტალურ კომპლექსში ერთი დღის შემდეგ მივიდა.
4