ექსპერტიზის მიხედვით, ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტები უნდა იყოს - პროკურატურა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზი მედიკამენტების ჭარბი მოხმარება უნდა იყოს. ინფორმაცია პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით გაავრცელა. "ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით", - განაცხადეს პროკურატურაში. მასალა ახლდება https://www.radiotavisupleba.ge/a/30845426.html #ახალი_ამბები #twitter #თამარ_ბაჩალიაშვილის_საქმე