პოლიტპატიმრების არგამოშვება ივანიშვილის მიერ შეთანხმების მთლიანად ჩაშლაა - ოპოზიცია
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=143351
ოპოზიციის საკონსულტაციო შეხვედრა დასრულდა, ხელისუფლების ოპონენტებმა, რამდენიმესაათიანი კონსულტაციების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების თანახმად, ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ 8 მარტის შეთანხმება შედგეს. ამასთან იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, ოპოზიციური ფრაქციები საპარლამენტო ბოიკოტს გააგრძელებენ.
მათი თქმით, შეთანხმების პირობის დარღვევა ივანიშვილის 2020 წლის არჩევნებზე დამარცებისგან ვერ იხსნის.
"პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს. ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის", — აღნიშნულია განცხადებაში.
ფოტო:On.ge