ზუგდიდელი სტუდენტის - ერეკლე ჭუხულაძეს ინიციატივა.
Zugdidi Daily
ზუგდიდელი სტუდენტის - ერეკლე ჭუხულაძეს ინიციატივა.
საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ერეკლე ჭუხულაძე მის მიერ ახლახან მოპოვებულ სტიპენდიას ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს გადასცემს.
სტუდენტი ერეკლე ჭუხულაძე ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს :
"მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, კონსტანტინე კაკავას დავუკავშირდი და ვთხოვე იმ ბავშვის რეკვიზიტები, რომელსაც ამ ეტაპზე დახმარება ძალიან სჭირდება. რეკვიზიტებს მივაწვდი საადვოკატო ბიუროს და კონკრეტულ თანხას ოთხი თვის განმავლობაში ჩაურიცხავენ."
ერეკლე ჭულუხაძეს 2017 წლიდან დღემდე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტიპენდიანტია ერიცხება. 2018 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტიცაა. გარდა ამისა, 2019-2020 სასწავლო წელს მოიპოვა აფხაზეთის მთავრობის მიერ დაწესებული ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია.
#ზუგდიდი
#სტუდენტი
#ინიციატივა
#ქველმოქმედება
#სტიპენდია
#zugdididaily