გერმანიის შს მინისტრი: საჭიროა უფრო მკაცრი ლოკდაუნი

Tbilisi Daily

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, აცხადებს, რომ ქვეყანაში კოვიდსიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად, უფრო მკაცრი ლოკდაუნის დაწესებაა საჭირო. „ერთადერთი შანსი სიტუაციაზე კონტროლის დასამყარებლად, ლოკდაუნის დაწესებაა, მაგრამ ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს“ - აღნიშნა ჰორსტ ზეეჰოფერმა. თავის მხრივ, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. 8 დეკემბერს გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებული ლოკდაუნის ზომები ვირუსის გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის. „სიტუაცია ძალზე სერიოზული ხდება. არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს. გერმანიაში ნაწილობრივი ლოკდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდა. გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. რბილი ლოქდაუნის რეჟიმი მოქმედებს. რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები დაიხურა. ამასთანავე, საბავშვო ბაღები, სკოლები, საპარიკმახეროები და მაღაზიები (ჰიგიენისა და სოციალური დისტანცირების წესების დაცვის პირობით) მუშაობას განაგრძობენ.