ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 99 ადამიანს დაუდასტურდა, 2 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გასული 24 საათის განმავლობაში ტესტირება 288 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 99-ის პასუხი კი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად გუდაუთის საავადმყოფოში 155 პაციენტია მოთავსებული, მათგან 138-ს კორონავირუსი დაუდგინდა. 15 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 35-ის კი - საშუალო სიმძიმის. დღეს კლინიკიდან 3 ადამიანი გაეწერა. საერთო ჯამში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 2 170 შემთხვევაა დაფიქსირებული, 21 ადამიანი გარდაიცვალა, 814 კი გამოჯანმრთელდა.