კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 197 თბილისში გამოვლინდა
Tbilisi Daily
დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 859 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
„ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612. 4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 282, აჭარაში - 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში - 278, აჭარაში - 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი - მათ შორის, თბილისში - 201, აჭარაში - 98. 2 599 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 299 - აჭარაში, ხოლო 849 - თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 651, აჭარაში-1 346.სულ 6 ოქტომბრიდან - 6 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 731 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში - 15 693, იმერეთში - 4 301“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 54 852 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 37 773-ს შეადგენს. გარდაიცვალა 441 მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმშია 3007 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 4188 ადამიანი გადის. კოვიდსასტუმროში მყოფი ადამიანების რაოდენობა 2204-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.