საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 511-მდე გაიზარდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142287
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მთლიანობაში ქვეყანაში, ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ს შეადგენს. მონაცემები stopcov.ge-ზე ცოტა ხსნის წინ განახლდა.
კოვი19-სგან ქვეყანაში 156 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი კი გარდაიცვალა.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
ქვეყანაში ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 107 პირია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 534.