"ჩამოვედი საქართველოში, მინდოდა გაჟღერებულიყო ჩემს მიერ გაკეთებული ეროვნული საქმე"

Tbilisi Daily

მე ჩა­მო­ვე­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მინ­დო­და სა­მარ­თლი­ა­ნად გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო ჩემს მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი საქ­მე , - ამის შე­სა­ხებ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” ბიზ­ნეს­მენ­მა, და­ვით ხი­და­შელ­მაგა­ნუ­ცხა­და, რო­მელ­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რას და­ვით­გა­რე­ჯის რუ­კე­ბის დედ­ნე­ბი გა­დას­ცა. მი­სი­ვე თქმით, მას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის გა­მარ­თვა სურ­და, თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პან­დე­მი­ის გამო ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა. “ალ­ბათ, პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის ნე­ბას არ მომ­ცე­მენ კო­ვი­დის იზო­ლა­ცი­ის გამო. მე ყვე­ლა წა­მოჭ­რილ კი­თხვა­ზე პა­სუხს გავ­ცემ”, - აღ­ნიშ­ნა და­ვით ხი­და­შელ­მა.მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბიზ­ნეს­მენ­მა ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბაც გა­ავ­რცე­ლა: "თქვენ იცით, რომ მსურ­და მო­მეწ­ვია პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, რათა ქარ­თუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სრულ სპექტრს შევ­ხვედ­რო­დი და და­მეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა მათი ინ­ტე­რე­სი. მე­ტიც, ერთ-ერთ აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლისტს დავ­პირ­დი კი­დეც, რომ პირ­ვე­ლი კი­თხვის დას­მის უფ­ლე­ბა, ჩემს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პი­რა­დად მას ექ­ნე­ბო­და. თუმ­ცა, მოვ­ლე­ნე­ბი სულ სხვა­ნა­ი­რად გან­ვი­თარ­და - ჯერ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ყოფ­ნამ, ხოლო შემ­დეგ კო­ვიდ 19-თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა პრო­ტო­კოლ­მა გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა ჩემს გეგ­მებ­ში, მაგ­რამ ესეც არ არის მთა­ვა­რი. უკა­ნას­კნე­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში რა არ მო­ვის­მი­ნე სა­კუ­თარ თავ­ზე სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან: რომ თურ­მე ვარ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე და ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს ჯა­შუ­ში; რომ მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ქვე­ყა­ნა­ში უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მო­ძი­ე­ბუ­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა - თურ­მე ქვეყ­ნის მტრო­ბა ყო­ფი­ლა. საქ­მე მხო­ლოდ უა­პე­ლა­ციო ბრალ­დე­ბებ­ში, ცი­ლის­წა­მე­ბა­სა და ენი­თა­უღ­წე­რელ შე­უ­რა­ცხყო­ფებ­შიც არ არის, თუმ­ცა, და­მე­თან­ხმე­ბით, პო­ლი­ტი­კი­დან შორს მდგო­მი ადა­მი­ა­ნის­თვის და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მისი ოჯა­ხის­თვის, ესეც დიდი გან­საც­დე­ლია. გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­კი­თხი­სად­მი ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით - აღ­ნიშ­ნუ­ლი კარ­ტოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლა რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის არ ჩა­მო­მი­ტა­ნია. მე ჩემს სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის იმა­თაც, ვინც თავს მეს­ხმის, ის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და­ვუბ­რუ­ნე, რომ­ლებ­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი უნდა შე­ას­რუ­ლოს ჩვენს მე­გო­ბარ აზერ­ბა­ი­ჯან­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს. ნუთუ ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რი და მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვა­ში მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა და­ნა­შა­უ­ლია? რო­გორც ჩანს, ზო­გი­ერ­თე­ბის­თვის მარ­თლაც ასეა, რად­გან ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი პირ­და­პირ ეთე­რი­დან და­პა­ტიმ­რე­ბი­თაც კი და­მე­მუქ­რა. ცხა­დია, რომ ამ კა­ტე­გო­რი­ის ხალ­ხს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის მოს­მე­ნა სა­ერ­თოდ არ სურთ. მე­ტიც, ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან ისი­ნი უბ­რა­ლოდ არ არი­ან მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში აზრს ვერ ვხე­დავ, რად­გან არ ას­რუ­ლე­ბენ მე­დი­ის მთა­ვარ - სა­ზო­გა­დო­ე­ბის ობი­ექ­ტუ­რი ინ­ფორ­მი­რე­ბის ფუნ­ქცი­ას. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე, მათ­ზე დრო სა­ერ­თოდ აღარ დავ­ხარ­ჯო. ინ­ტერ­ვიუ მი­ვე­ცი ერთ-ერთ არხს და ვე­ცა­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დაგ­რო­ვილ ყვე­ლა კი­თხვა­ზე გა­მე­ცა ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხი. მეტ სა­ჯა­რო კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, ამ ეტაპ­ზე, არ ვგეგ­მავ. აქვე, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელს, ვი­საც არც ადა­მი­ა­ნუ­რი და არც პრო­ფე­სი­უ­ლი ეთი­კა არ და­ურ­ღვე­ვია და გულ­წრფე­ლად სურ­და ჩემ­თან შეხ­ვედ­რა. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ მო­მა­ვალ­ში, თუ ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დად­გა, გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში შევ­ხვდე მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს",- ნათ­ქვა­მია ხი­და­შე­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან ერ­თობ­ლი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ა­კა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­სა­ზღვრო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი - ივე­რი მე­ლაშ­ვი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს შს სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სახ­მე­ლე­თო სა­ზღვრის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი ინ­სპექ­ტო­რი ნა­ტა­ლია ილი­ჩო­ვა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ 1970-80-იან წლებ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რუ­კებ­ზე და­ტა­ნი­ლი სა­ზღვრის ხა­ზე­ბით, რაც არ­სე­ბი­თად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ სა­ზღვარს, მათ შო­რის და­ვით გა­რეჯ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.