გიორგი გახარია: პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება

Tbilisi Daily

საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო იყო პანდემიის პირველი ტალღის გამკლავებაში, ასევე პანდემიის პირობებში საქართველოში ჩატარებული არჩევნები სამაგალითო იქნება, - ამის შესახებ ფოთში ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა. „იმ წესების შემუშავებაში, რასაც თქვენ უდიერად და კრიტიკულად მოიხსენიებთ, ყველა მონაწილეობდა, მათ შორის ოპოზიციაც“, - აღნიშნა გახარიამ. მისი თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების სულ რამდენიმე მაგალითი არსებობს და უკვე ჩანს, რომ საქართველო იქნება საუკეთესო გამოცდილება და მაგალითად აიღებენ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.