რამდენი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ქუთაისში?
Kutaisi Daily
იმერეთის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 939 ნიმუში აიღეს. დადასტურდა 99 შემთხვევა. მათგან ქუთაისში გამოვლენილია ვირუსის 58 ახალი შემთხვევა.
იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, ძირითადად ინფიცირებულია უკვე არსებული შემთხვევების კონტაქტები და ოჯახის წევრები. მისივე განცხადებით, ახალი კლასტერები არ ფიქსირდება.
დღეს საქართველოში ვირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#ახალიამბები #სიახლე #კორონავირუსი #kutaisidaily
radiodk.ge