დღეიდან გაძვირდა მანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასური

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეიდან, 2023 წლის 1 იანვრიდან გაძვირდა სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღებისა და სახელმწიფო სანომრე ნიშნის გაცემის საფასური. პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ფასი სერვისზე რამდენჯერმე არის გაზრდილი. სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა 35 ლარის ნაცვლად 100 ლარი ეღირება; ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) აღება 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდა; ავტომობილის დაკარგული ან დაზიანებული რეგისტრაციის ნომრის (სახელმწიფო სანომრე ნიშნის) ერთი წყვილის აღდგენა 35 ლარის ნაცვლად 80 ლარი გახდა. მანქანის რეგისტრაციისა და ნომრის აღების საფასურს "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" კანონი არეგულირებს. https://www.radiotavisupleba.ge/a/32203034.html

Source: radiotavisupleba.ge