ეპიდვითარება შიდა ქართლში - 22 ნოემბრის მონაცემები

Gori Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი. დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლის მასშტაბით Covid19-ის 241 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გარდაიცვალა 1 ადამიანი. ბოლო მონაცემებით საქართველოში: კორონავირუსით ინფიცირებულია - 104732  გამოჯანმრთელებულია - 85639  გარდაცვლილია - 976  კარანტინის რეჟიმში რჩება - 2159 კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 3449 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6189 მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია -  41 პაციენტი. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #გორი #goridaily #კორონავირუსი