კორონავირუსის გამო, პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=139445 კორონავირუსის გამო, საქართველოს პარლამენტი მედიასთან კომუნიკაციის დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ბრიფინგების და რესპონდენტების კომენტარების ტრანსლირება მოხდება საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.parliament.ge. "ოპერატიულად გადმოგეგზავნებათ იგივე ვიდეომასალა რედაქციებში. ჟურნალისტებმა კითხვები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] შემოთავაზებული წესრიგი განპირობებულია თქვენივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის სტაბილიზაციისთანავე, მედია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას" - აცხადებს საქართველოს პარლამენტი. ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 43 შემთხვევაა დადასტურებული.