გარდაბანში არასრულწლოვანი "ოჯახის შექმნის მიზნით" გაიტაცეს

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,გარდაბანშიარასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე4 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის 26 წლის მამაკაცმა თავისივე დედისა და 2 ახლობელი ქალის დახმარებით,არასრულწლოვანი თანასოფლელი გოგონა, ცოლად მოყვანის მიზნით ''გაიტაცა''. უწყების ინფორმაციით, გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.