დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით - თენგიზ ცერცვაძე.
Zugdidi Daily
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ის ზუგდიდში ეპიდემიის აფეთქებას არ ელოდება.
„აქ მაინც იდენტიფიცირებულია პიროვნება, იდენტიფიცირებულია ის ჯგუფი მოსახლეობის, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და განსხვავებით ბოლნისის და თეთრიწყაროს კლასტერიდან, სადაც ძალიან დიდი რაოდენობა იყო ინფიცირებულების, 100-ზე მეტია რამდენადაც ვიცი, აქ მაინც შედარებით მცირე რაოდენობას დაუდასტურდა ინფექცია. ასე რომ, დიდ აფეთქებას ზუგდიდის შემთხვევის კლასტერიდან არ ველოდებით“ - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
#ზუგდიდი
#აფეთქება
#კლასტერი
#კორონავირუსი
#ბოლნისი
#თეთრიწყარო
#zugdididaily