საქართველოში COVID-19-ით დაავადებული კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 11 პაციენტი. ეს ეპიდემიის პერიოდში, 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 124-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30896217.html #ახალი_ამბები #twitter