ბრძანება, რომელიც ეთნიკურად აფხაზ ბავშვებს არააფხაზურ სკოლებში სწავლას უკრძალავდა - გაუქმებულია
Sokhumi Daily
აფხაზური მედია ნუჟნაია გაზეტას ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრმა, ინალ გაბლიამ, 24 აგვისტოს გააუქმა თავისივე ბრძანება, რომლის მიხედვით ეთნიკურად აფხაზ მოსწავლეებს არააფხაზურ სკოლაში სწავლა ეკრძალებოდათ. გაბლიამ ეს ბრძანება 19 აგვისტოს გამოსცა, თუმცა დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქუაბმა მალევე მისი გაუქმების შესახებ განაცხადა, იმ მიზეზით, რომ ის ადამიანის კონსტიტუციურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
აფხაზი ბავშვების არაფხაზურ სკოლაში სწავლის აკრძალვის შესახებ გაჟღერებულ ინფორმაციას, აფხაზურ საზოგადოებაში მწვავე პოლემიკა მოჰყვა. ნაწილმა ინიციატივა იმ არგუმენტით მოიწონა, რომ ის აფხაზური ენის განვითარებას შეუწყობდა ხელს, ნაწილი კი აცხადებდა, რომ ცვლილება მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებას ეწინააღმდეგება და რომ მშობლებმა და ბავშვებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სკოლაში ისწავლიან.
ინიციატივა გააკრიტიკა აფხაზეთის დე ფაქტო სახალხო დამცველმა, ასიდა შაკრილმაც და აღნიშნა, რომ შეზღუდვები ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევაში კი, ეთნიკურად აფხაზი ბავშვების უფლებებს არღვევს.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
##SokhumiDaily
##Sokhumi
##სოხუმი
##აფხაზეთი
##ახალიამბები
##აფხაზი
##სკოლა
##ბრძანება
##არააფხაზურისკოლა
##აფხაზეთისაქართველოა