ღია სივრცეში პირბადის არგამოყენებაზე ფულადი ჯარიმა გავრცელდება.

Zugdidi Daily

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, მოქალაქეები, რომლებიც ღია სივრცეში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან. მისივე თქმით, ეს რეგულაცია ხვალიდან ამოქმედდება. „ღია სივრცეში პირბადეების ტარებაზე იმოქმედებს ისეთივე სანქცია და რეგულაცია, როგორც ეს არის დახურულ სივრცეში – ეს არის 20 ლარი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ჯარიმა, რომელიც მოქმედებს დღეისთვის. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება დღესაც სავალდებულოა, უბრალოდ ჩვენ ვაფართოებთ ამ ნორმას და ხვალიდან პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ღია სივრცეებშიც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ინფორმაციისთვის, ახალი რეგულაცია ეხება საქართველოს ყველა რეგიონს. _________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #საზოგადოება #ქალაქი #ზუგდიდი #სამეგრელო #zugdididaily