მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - „დედამიწის საათი“ შეუერთდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია გლობალურ გარემოსდაცვით აქციას - 'დედამიწის საათს' შეუერთდა. გლობალური აქციის ფარგლებში, დღეს, 20:30-დან 21:30 საათამდე მთავრობის ადმინისტრაციაში განათება გამოირთო. 'დედამიწის საათი'გლობალური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს.