ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას - მელია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143877 “ნაციონალურ მოძრაობას” წევრის ნიკა მელიას თქმით, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში კენჭიყრის შემთხვევაში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. “ვანო მერაბიშვილმა თითქმის იმდენივე წელი გაატარა სამარტოვე საკანში, რამდენიც ხელისუფლებაში. ბევრს მასზე შეხედულება შეეცვალა, ბევრისთვის მისაღებია, ბევრისთვის- კვლავაც მიუღებელი. სწორედ ამისთვისაა არჩევნები და თუ ვანო მერაბიშვილი გადაწყვეტს, რომ კენჭი იყაროს სამცხე-ჯავახეთში, რეგიონში, რომელიც დღეს კლასიკური მაფიოზის ენძელ მკოიანის ხელშია და იარაღით ხელში დარბის აღმართ-დაღმართ, არა მგონია, მისმა ამ გადაწყვეტილებამ ან ქვეყანა დააზიანოს, ან ოპოზიცია. ჩემი აზრით, ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას. ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რას გადაწყვეტს თავად, რას გადაწყვეტს პარტია და შემდეგ უკვე რას გადაწყვეტს ხალხი”, – აცხადებს მელია.