თუ ვითარება გართულდება, ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142767
თუ ვითარება გართულდება, ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედი წესებისა და გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას.
„ამ ეტაპზე სიტუაცია მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა უკვე გვაქვს შედარებით ახალგაზრდა ასაკში გარდაცვალების ერთი შემთხვევა, აქამდე მსგავსი პრაქტიკა არ გვქონია. ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვებს შედარებით ადრე ვხსნით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვდუნდეთ და არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომლებიც მთავრობას აქვს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, რადგან ეს პირდაპირი წინაპირობაა, რომ ხვალ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გართულდეს. თუ ვითარება გართულდება, ჩვენ ყველაფრის უკან დაბრუნება და შეზღუდვების ხელახლა დაწესება მოგვიწევს, რაც არავის უნდა და პირველ რიგში ჩვენ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის არის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.