Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

Tbilisi Daily

სტუდია Marvel-მა სერიალ „ვანდავიჟენის“ პირველი ოფიციალური ტრეილერი წარადგინა. მთავარ როლებს პროექტში ელიზაბეტ ოლსენი და პოლ ბეტანი ასრულებენ. პროექტის რეჟისორი კი მეტ შეკმანია. სერიალი Marvel-ის კომიქსებზეა დაფუძნებული ალისფერი ჯადოქრისა და ვიჟენის შესახებ. სიუჟეტი ფილმის „შურისმაძიებლები: ფინალი“ შემდეგ განვითარდება. სერიალი ასევე „დოქტორ სტრენჯის“ სიქველთან იქნება დაკავშირებული, რომლის პრემიერაც 2021 წელს გაიმართება