ყატარში იმართება ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ავღანეთის დელეგაციის წარმომადგენლები თალიბანთან მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩასატარებლად გაემგზავრნენ ყატარში. მოლაპარაკებები 5 იანვარს განახლდება 20-დღიანი პაუზის შემდეგ. ამ პერიოდში მთელი ავღანეთის მასშტაბით აღინიშნებოდა ძალადობა და ქაოსი, რაც საფრთხეს უქმნის თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულებას. მთავრობასა და თალიბებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები სექტემბერში დაიწყო, თალიბანსა და აშშ-ს შორის შეთანხმებიდან შვიდი თვის შემდეგ. მხარეებმა სამი თვე მოანდომეს მოლაპარაკებების დაწყებისთვის აუცილებელ პროცედურულ საკითხებს. სანამ ავღანეთის სამთავრობო გუნდი ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრებოდა მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე, ეროვნული შერიგების უმაღლესმა საბჭომ მოლაპარაკებებისთვის „მკაფიო გეგმა“ წარმოადგინა, განაცხადა საბჭოს თავმჯდომარემ, აბდულა აბდულამ, რომელიც ხელმძღვანელობს ქვეყანაში სამშვიდობო პროცესს. როგორც დოჰაში თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა განუცხადა რადიო თავისუფლებას, თალიბები სრულად არიან მზად მოლაპარაკებების ახალ რაუნდში მონაწილეობისთვის. https://www.radiotavisupleba.ge/a/31034403.html #ახალი_ამბები #twitter